“საზოგადოება ბილიკმა” USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 1 წლის შედეგები შეაჯამა.
ორგანიზაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიებაზე ახალგაზრდების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობები მიმოიხილა.
“ამ პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას”.
ამ მიზნის მისაღწევად, საზოგადოება ბილიკი აქტიურად თანამშრომლობდა სკოლებთან – მუშაობდა სამოქალაქო კლუბებთან, მოსწავლეთა თვითმმართველობებთან და მათ გაძლიერებას, მცირე საგრანტო პროექტებით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ცდილობდა.
ღონისძიებას დაესწრებიან USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის შიდა ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელედება PH International – საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „საზოგადოება ბილიკი“.