საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიანთკარში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს სახელმწიფომ ომის შედეგად დაზიანებული სახლის რეაბილიტაციაზე უარი უთხრა.
“მოადგილე არც შემოვიდა, გულედანი, აი გუბერნატორის… არ წამოვალ, არ ვნახავო. მე ვუთხარი, შემოდი, შემიფასე-მეთქი და რომელმა ხელისუფლებამაც დაგიწვა, იმან გადაგიხადოსო, მითხრა”, – გვითხრეს გაბლიშვილების ოჯახში.
ცოლ-ქმარი ამბობს, რომ ომის შემდეგ კომპენსაციის სახით 15 000 ლარი მიიღეს, თუმცა ამ თანხით სახლის სრულად აღდგენა ვერ შეძლეს. ოჯახი შიშობს, რომ დახმარების გარეშე, ამას ვერც მომავალში მოახერხებს.
გაბლიშვილების თქმითვე, სახელმწიფოსგან გამოყოფილი 1 800 000 ლარი ოჯახებზე უსამართლოდ და შერჩევითად ნაწილდება.
დატოვეთ კომენტარი