ახალი ამბები

ზარდიაანთკარში სახლების რეაბილიტაცია შერჩევით ხდება, – უთხრეს სახალხო დამცველს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიანთკარში ჩასულ სახალხო დამცველს ადგილობრივებმა საკუთარი უკმაყოფილება გაუზიარეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ომის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია შერჩევით ხდება. 

“მთავარი პრეტენზია არის ის, რომ არის სახლები, რომლის რეაბილიტაცია სრულად არ ხდება. ამბობენ, რომ ეს პროცესი შერჩევითად ხდება და მათი სახლებია პრიორიტეტში, ვინც აქ არ ცხოვრობდა და ნაკლებად იყო ამ სოფელთან დაკავშირებული. ადამიანები რომლებიც აქ არიან, აქ ცხოვრობენ, ეს ხალხი უნდა იყოს ჩასმული პრიორიტეტულში. პირველ რიგში მათი სახლები უნდა რეაბილიტირდეს სრულად”, – განაცხადა ადგილზე მყოფმა ლევან იოსელიანმა. 

სახალხო დამცველის თქმით, მოქალაქეთა საჭიროების სრულად დაკმაყოფილებისთვის, ხელისუფლებამ ფინანსები უნდა გამონახოს. 

“თუ ამისთვის საკმარისი თანხები არ არსებობს, მე ვფიქრობ, უნდა გამოინახოს, რომ არ იყოს სალაპარაკო, ზედა სართული არ გამიკეთეს, ქვედა სართული გამიკეთეს და პირიქით. ამ ადამიანებს ასეთი პრობლემები არ უნდა აწუხებდეთ. დანარჩენს რაც შეეხება, ჩენ ჩვენი მანდატის ფარგლებში ვსწავლობთ და ბუნებრივია იმიტომ ჩამოვედით, რომ ვიცოდით ამ პრობლემის შესახებ. დამატებით დავინტერესდებით რა პრინციპით ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა, რა პრინციპით ხდება სამუშაოების შესრულება, რატომ არის, რომ ზოგთან არის ნაწილობრივ შესრულებული, ზოგთან არა”, – აღნიშნა იოსელიანმა. 

შეგახსენებთ, რომ ზარდიანთკარში ომის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისთვის სახელმწიფომ 1 800 000 ლარი გამოყო.

დატოვეთ კომენტარი