ახალი ამბები

“ეს საინტერესოა” – გორში მოზარდებისთვის ახალი პროექტი იწყება 

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოზარდებისთვის ახალ პროექტს იწყებს. უწყების ცნობით,  საგანმანათლებლო – შემეცნებითი პროექტი ,,ეს საინტერესოა’’ 19 ივნისიდან დაიწყება და მასში მონაწილეობა 8 – დან 12 წლამდე მოსწავლეებს შეეძლებათ, – ვისაც სურს, უფრო მეტი იცოდეს და მიღებული ცოდნა სწორად გამოიყენოს.

აღნიშნული პროექტი მოსწავლეებს გააცნობს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე იმ ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც შეცვალეს სამყარო და საზოგადოების ცნობიერება.

პროექტის მიზანია მოზარდი გახდეს:

  • მეტად დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში;
  • დარწმუნდეს საკუთარ შესაძლებლობებში;
  • გამოხატოს საკუთარი თავი – პირადი ინტერესების გაზიარებით;
  • იყოს მხარდამჭერი, ემპათიური და იზრუნოს სხვებზე;
  • იცოდეს როგორ გაუმკლავდეს პირველად გამოწვევებს;
  • იყოს ორიენტირებული საკუთარი შესაძლებლობების გაზრდაზე;
  • გახდეს მიმღებელი მრავალფეროვანი გარემოს მიმართ;
  • ისწავლოს როგორ დაგეგმოს პროდუქტიულად თავისუფალი დრო და მიიღოს;
  • სიამოვნება ამ პროცესში საკუთარი ჩართულობით.

კურსი მოიცავს 10 შეხვედრას შემდეგი თემებით:

  • შექმენი შენით (შერეული მასალით მუშაობა);
  • სამაგიდო თამაშები;
  • კინოსეანსი;
  • ვიქტორინების კლუბი;
  • ორიგამი;
  • ბიბლიოფილია;
  • შექმენი სათამაშო;
  • კომპიუტერული უსაფრთხოება (კიბერუსაფრთხოება);
  • სენსომოტორული აქტივობები;
  • სადღესასწაულო თამაშები.

პროგრამას გაუძღვებიან „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ ადრეული განათლების პროგრამის პედაგოგები. შეხვედრები ჩატარდება გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში, კვირის სამუშაო დღეებში. შეხვედრის ხანგრძლივობაა 3 საათი.

პროექტში მონაწილეობის მსურველი მოზარდების მშობლებმა შეავსეთ რეგისრაციის ფორმა: მშობლის კითხვარი

კურსს გაივლის გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 მოზარდი. ბავშვების შერჩევა მოხდება სარეგისტრაციო ფორმის მიხედვით, ინდივიდუალურად.

დატოვეთ კომენტარი