გორში კეთილმოწყობის სააგენტომ ყვავილების 6 000 ცალი ჩითილი დარგო.
უწყებამ ხელშეკრულება შპს “მწვანე სახლს” გაუფორმა და 3 540 ლარად, ტაგეტესის 3000 და ამავე რაოდენობის პეტუნიას ჩითილები იყიდა.
“სკვერებისა და პარკების გასამწვანებლად შეირჩა სეზონურად მოყვავილე, ერთწლოვანი ყვავილები : ტაგეტესი იგივე ბარხატი და პეტუნია. მრავალწლოვანი ხეების ძირში, ნიადაგი დაიფარა წითელი მულჩით” , – ამბობენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
უწყებამ აღნიშნული ყვავილები სტალინის ბაღში დარგო.
დატოვეთ კომენტარი