ახალი ამბები

რუისელი გიორგი ბერუაშვილი ტრანსატლანტიკურ ლიდერთა პროგრამის სტიპენდიანტი გახდა

გიორგი ბერუაშვილი ტრანსატლანტიკურ ლიდერთა პროგრამის სტიპენდიანტი გახდა. მან აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სტიპენტია მოიპოვა. 

გიორგი წარმოშობით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისიდან არის. სტიპენდიის მისაღებად, მან განაცხადი 2022 წელს შეავსო და 2 000-ს აპლიკანტიდან ერთ-ერთი გახდა, ვინც პროგრამის მონაწილედ შეირჩა. 

ტრანსატლანტიკური ლიდერთა პროგრამა 2012 წელს ამოქმედდა შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის (GMF), აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის მიერ. პროგრამა შექმნილია იმ ახალგაზრდა ლიდერების გასაძლიერებლად, რომლებიც მოტივირებულნი არიან სამოქალაქო ჩართულობის საჯარო პოლიტიკის გამოყენებით ხელი შეუწყონ ინკლუზიური საზოგადოებების მშენებლობას.

ტრასატლანტიკური ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამას მხარს უჭერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ამერიკის საელჩოები ბრიუსელში, მადრიდში, ოსლოში, პარიზში და ჰააგაში, Meridiam Endowment Fund, ღია საზოგადოების ფონდები, KfW და Fundación ONCE.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი