ახალი ამბები

“კავთობას” გამართულ დოღში, I ადგილი კასპელმა ლაზარე ონიკაშვილმა დაიკავა

სოფელ კავთისხევის მიმდებარედ, ე. წ. “იორამის გორას” მიდამოებში სოფლის დღესასწაულთან „კავთობასთან“ დაკავშირებით დოღში შეჯიბრი გაიმართა.

შეჯიბრში მონაწილეობდა კასპის და მცხეთის მუნიციპალიტეტის 14 ცხენოსანი.

  • შეჯიბრში პირველი ადგილი კასპელმა ლაზარე ონიკაშვილმა მოიპოვა;
  • მეორე ადგილზე მეტეხელი თორნიკე ბოგველი გავიდა;
  • მესამე ადგილი კი თვალადელ გიორგი კაციაშვილს ერგო.

საპრიზო ადგილზე გასული ცხენოსნები მუნიციპალიტეტის მერიამ თასებით და მედლებით დააჯილდოვა.

კასპის მერიის ცნობით, ღონისძიება მიეძღვნა ქართული ტრადიციების აღდგენას და მის დამკვიდრებას.

დატოვეთ კომენტარი