ხაშურელი ფოტოგრაფი ნიკა კახეთელიძე და ნიკა კიკაძე პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ავარიაში მოყვნენ.
როგორც ერთ-ერთი მათგანის მიერ დაწერილი პოსტიდან ვიგებთ, ისინი ქორწილს იღებდნენ, რა დროსაც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილების გამო, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
“ამას იწვეს სიჩქარე, უყურადღებობა, გაუთვალისწინებლობა და კიდევ უამრავი სხვა სისულელე მოქმედება. ჩვენ ვცდილოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დღე ვაქციოთ დაუვიწყარ სანახაობად და ამის საფასურად ვდებთ ჩვენს სიცოცხელ სასწორზე. ამის მერე ბევრი რამე შეიცვლება ჩემს და ჩემი ბევრი კოლეგის მომსახურებაში. გზას თუ იღებ ძმა და მსგავსი პრეისოტორიული რაღაცეები მორჩა, ჩაბარდა წარსულს, მე ჩემ სიცოცხლეს ვუფთიხლდები”, – წერს ნიკა კახეთელიძე.
დატოვეთ კომენტარი