ტყვიავში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 126-ე, პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს.
შსს – ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ “მოზაიკას” ინფორმაციით, ადგილობრივი ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ ტყვიავში ჯგუფურად სცემეს. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა.
“მოზაიკას” წყარო უყვება, რომ ნაცემი მამაკაცი სოსო ქარელია და მას ფიზიკურად ირაკლი ოქრუაშვილის გარემოცვა გაუსწორდა.
დატოვეთ კომენტარი