გორის მერია ქალაქში საგზაო ნიშნების და ქვეითთა გადასასვლელების დამატებას აპირებსს. ამ საკითხზე დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს განკარგულებებს, რომელთა მიხედვითაც:
- ტყვიავისა და ყიფიანის ქუჩების კვეთაზე ბოძკინტებით მოეწყობა წრე, ქვეითთა გადასასვლელებისთვის გამოიყოფა ადგილები და განთავსდება შემდეგი საგზაო ნიშნები: 5.19.1, 5.19.2. „ქვეითთა გადასასვლელი“; 2.1. „მთავარი გზა“; 2.3. „დაუთმე გზა“.
- სტალინის გამზირი №10-ის მიმდებარედ ქვეითთა გადასასვლელისთვის გამოიყოფა ადგილი და განთავსდება საგზაო ნიშნები – 5.19.1, 5.19.2. „ქვეითთა გადასასვლელი“.
- კომბინატის დასახლებაში, მშვიდობის გამზირზე, კომბინატის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე (საპატრულო პოლიციის შენობის წინ) ქვეითთა გადასასვლელისთვის გამოიყოფა ადგილი და განთავსდება საგზაო ნიშნები – 5.19.1, 5.19.2. „ქვეითთა გადასასვლელი“.
- წმინდაწყლის დასახლებაში, გვერწითელის ქუჩის მონაკვეთზე, რომელიც აერთებს ცხინვალის გზატკეცილს ყიფიანის ქუჩასთან, ცხინვალის გზატკეცილიდან აიკრძალება გვერწითელის ქუჩაზე შესვლა და დამონტაჟდება ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.18.2 ,,მარცხნივ მოხვევა აკრძალულია;
- ცხინვალის გზატკეცილისა და გვერწითელის ქუჩის კვეთის მიმდებარედ (ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულება) დამონტაჯება საგზაო ნიშნები 2.1-„მთავარი გზა“ და 4.1.4-„მოძრაობა პირდაპირ და მარჯვნივ“, ხოლო გვერწითელის ქუჩაზე (ცხინვალის გზატკეცილის კვეთის მიმდებარედ) განთავსდება საგზაო ნიშნები 2.4 „მოძრაობა გაუჩერებლივ აკრძალულია“ და 3.18.2 ,,მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“.
დატოვეთ კომენტარი