ახალი ამბები

სოციალურად დაუცველმა ქალმა 20 მიუსაფარი ძაღლი და 7 კატა შეიფარა 

სოციალურად დაუცველმა ქალმა, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში ცხოვრობს, 20 მიუსაფარი ძაღლი და 7 კატა შეიფარა. 

მზია კალმახელიძის შემოსავლის ერთადერთი წყალო პენსია და სოციალური შემწეობაა. 

“ძაღლებს დღეში 20 პური მაინც სჭირდებათ.  მე მათ სხვა ვერაფერს ვაჭმევ”, – ამბობს მზია კალამხელიძე.

მის დასახმარებლად, სოფელ ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქცია წამოიწყეს. ისინი ცდილობენ შეაგროვონ ფული, რათა მზიას მიერ შეფარებულ ცხოველებს საკვები უყიდონ. 

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მის ანგარიშზე თავადაც შეუძლიათ:

  • ანგარიშის ნომერი: GE64BG0000000139804400
  • მიმღები: მზია კალმახელიძე
დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი