შიდა ქართლიდან, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თანხას ყველაზე ხშირად ხაშურელები სწირავენ.
საჯარო მონაცემების მიხედვით, 2021 წლიდან დღემდე, პარტიას თანხა 7-მა ხაშურელმა შესწირა:
- გოჩა ტარიელაშვილი – ხაშური, 80 ლარი
- თამაზ ქართველიშვილი – ხაშური, 200 ლარი
- ალექსანდრე შაქარაშვილი – ხაშური, 4 609 ლარი
- ეკატერინე პაპუაშვილი – ხაშური, 5 250 ლარი
- დავით გარადინსკი – ხაშური, 250 ლარი
- ქეთევან ნასყიდაშვილი – ხაშური, 100 ლარი
- გიორგი ქართველიშვილი – ხაშური, 18 000 ლარი
ხაშურელების გარდა, დროის იგივე მონაკვეთში, პარტიამ შემოწირულობა 2 გორელისგან და 2 ქარელელისგანაც მიიღო.
- ბექა ქორჩილავა – გორი, 3 480 ლარი
- ნათელა ლომსაძე – გორი, 500 ლარი
- მურთაზ ცისკაძე – ქარელი, 1 530 ლარი
- ალექსი მეარაყიშვილი – ქარელი, 4 000 ლარი
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”, ამ პერიოდში, თანხა არც ერთ კასპელს არ შეუწირავს.
ჯამში, 2021 წლიდან დღემდე, ენმ-მ შიდა ქართლიდან სულ 37 999 ლარი მიიღო. ამაზე 25 000 ლარით მეტი კი ამავე პერიოდში “ქართულ ოცნებას” მხოლოდ გორელებისგან აქვს მიღებული.
დატოვეთ კომენტარი