ახალი ამბები

ბომბის შესაძლო არსებობის გამო, ევაკუაცია გამოცხადდა კასპის იუსტიციის სახლშიც 

ევაკუაცია გამოცხადდა კასპის იუსტიციის სახლშიც. არსებული ინფორმაციით შენობა დაატოვებინეს თანამშრომლებს და მოქალაქეებს. 

“მომხმარებლები და თანამშრომლები გაიყვანეს. ბომბის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია”, – აცნობეს “მოზაიკას”

ინფორმაციისთვის, ამავე მიზეზით ევაკუაცია განხორციელდა გორის სასამართლოს შენობიდანაც. გადაიდო ჩანიშნული სასამართლო პროცესები. 

დატოვეთ კომენტარი