ახალი ამბები

გორში მარათონული გარბენი დასრულდა – გამოვლინდნენ გამარჯვებულები 

გორში მარათონული გარბენი გაიმართა. მონაწილეობას სხვადასხვა ასაკის ადამიანები იღებნენ. 

გამარჯვებულები გამოვლინდნენ მამაკაცებსა და ქალებს შორის. 

მამაკაცებში:

  • I ადგილი – დავით ხარაზიშვილი;
  • II ადგილი – გიორგი ლომძე; 
  • III ადგილი – ირაკლი ჯანაშია. 

ქალებში: 

  • I ადგილი – გვანცა კაპანაძე; 
  • II ადგილი -ნინო ბასიაშვილი;
  • III ადგილი – მარიამ მაზანაშვილი. 

პირველ ადგილზე გასულ მონაწილეებს 500, მეორეზე – 300, ხოლო, მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს 200 ლარი გადაეცათ. გამოვლინდა მარათონის ყველაზე პატარა მონაწილე გიორგი მირუაშვილი და ყველაზე უფროსი ასაკის მონაწილე თემურ ხუბულური, მათ სიგელები გადაეცათ.

მარათონმა სტარტი კულტურის ცენტრის მიდებარე ტერიტორიიდან აიღო და სპორტის სასახლესთან დასრულდა.

დატოვეთ კომენტარი