გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა აშენდება.
საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე მშენებლობის დასაწყებად, მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 2`291`565 ლარია გათვალისწინებული.
შენობა თანამედროვე სტანდარტებით, Design-Build მეთოდით აშენდება. სამუშაოების დასრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვე.
დატოვეთ კომენტარი