ქარელში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა სპექტაკლით “ბოროტსა სძლია კეთილმან“ დასრულდა.
როგორც ქარელის მერია წერს, იქამდე მოეწყო სპორტული აქტივობები და მხიარული სტარტები, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.
“პატარებს დღევანდელი დღე გაულამაზეს ზღაპრის გმირებმა. ღონისძიებები დასრულდა საბავშვო სპექტაკლით ,,ბოროტსა სძლია კეთილმან“. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები”, – წერს ქარელის მერია და ფოტოებს ავრცელებს.
დატოვეთ კომენტარი