გორში გამართულ :შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირი GFC 21″-ზე ყველაზე სწრაფი გამარჯვება დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს წამომადგენელმა მიხეილ საჟინიანმა 6 წამში დაამარცხა თურქი ოზგურ ოზპოლატი.
ტურნირში 24 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ქართველ სპორტსმენებთან ერთად, შერეულ ორთაბრძოლებში მონაწილეობდნენ უცხოეთიდან მოწვეული მებრძოლები.
ტურნირს, რომელსაც გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც დაესწრო.
დატოვეთ კომენტარი