ხაშურის #2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრებიან.
ანი ტეფნაძე ესპანეთის ქალაქ ალკალა-დე-ენარესს ეწვევა და სემინარს “Creating bonds through innovation” დაესწრება.
ქეთევან გოგალაძე კი საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გაემგზავრება და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით, სენინარში “How to plan a first eTwinning project?” მიიღებს მონაწილეობას.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქეთევან გოგალაძემ და ანი ტეფნაძემ მონაწილეობა მიიღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის,პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში და კონფერენციის მონაწილეებად შეირჩნენ.
დატოვეთ კომენტარი