“ვისაც სურს, იმოგზაუროს XIX საუკუნის საქართველოში, ის უნდა ეწვიოს აქაურობას”, – ასე იწყებს ვიზიტორებთან საუბარს ლელა ჩადუნელი, რომელი დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზემში გიდად მუშაობს. ლელა დასაწყისში იმასაც აღნიშნავს, რომ 2 საუკუნის წინ ამ სახლში ევროპული სულისკვეთებით გამსჭვალული მამულიშვილის ოჯახი ცხოვრობდა.
“დიმიტრი ყიფიანს განათლებული, ევროპული საქართველო სურდა და ამისათვის იბრძოდა მთელი სიცოცხლე.”
ლელა დღის განმავლობაში ბევრ ადამიანს აცნობს სასახლის ისტორიას და ყიფიანის მოღვაწეობას. ის 17 წლის წინ მივიდა მუზეუმში და მას მერე, როგორც თავად ჰყვება, ეს ადგილი მისი მეორე სახლია.
“ეს მხოლოდ დიმიტრი ყიფიანის სახლი არაა, ესაა საქართველოს ისტორია.”მე დიდი სიყვარულით ვემსახურები ამ საქმეს და მემამაყება, რომ ამ მუზეუმის თანამშრომელი ვარ. დღის განმავლობაში სხვადახვა ჯგუფებთან რამდენჯერმე მიწევს ამ ისტორიის მოყოლა და ყოველ ჯერზე ისეთი გულმოდგინებით ვყვები, როგორც პირვალად, – აღნიშნავს ლელა.
ლელა პროფესიით მასწავლებელი. რამდენიმე წელი საკუთარი სპეციალობითაც იმუშავა, მაგრამ მცირეწლოვანი შვილის გამო სამსახურს თავი დაანება და წლების მერე მუზეუმში ბიბლიოთეკა ჩაიბარა.
“პროფესიით პედაგოგი ვარ, ორი წელი სკოლაში ვმუშაობდი, მაგრამ იმის გამო რომ მცირეწლოვანი შვილი მყავდა დავანებე თავი. წლების მერე მოვედი აქ. თავდაპირველად წიგნად ფონდს ვხელმძღვანელობდი, ახლა გიდად ვმუშაობ. ყველა ნივთის ისტორია ვიცი, დამთვალიერებელი კი განსაკუთრებით ოჯახის პირად ნივთებს მოჰყავს აღფრთოვანებაში, როგორიცაა, მაგიდა, სკამი, სარკე, ჭურჭლის ნატეხები და ქალამნებიც კი, რომლებიც ინახება ჩვენთან. მათი ისტორიების მოსმენა ვიზიტორს განსაკუთრებით უყვარს”, – ამბობს ლელა.