გორში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა, – ინფორმაცია ამის შესახებ გორის მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, თეა კეჩხუაშვილმა გაავრცელა.
კეჩხუაშვილი თავდაპირველად წერდა, რომ გარდაცვალების მიზეზი წითელას ვირუსი იყო, თუმცა მოგვიანებით, ინფორმაცია გაასწორა და თქვა, რომ ბავშვს ჩუტყვავილა ჰქონდა.
“ჩუტყავილა ყოფილა და 4 წლის ბავშვი ფილტვების პრობლემით…” ,- წერს კეჩხუაშვილი.
არსებული ინფორმაციით, ბავშვს მკურნალობას ყოფილი “იავნანას” მედპერსონალი უწევდა, რომლებიც გასულ წელს სამედიცინო დაწესებულებების ქსელ “გორმედს” შეუერთდნენ. ახლობლების თქმით, ბავშვის სიკვდილი ექიმების დაუდევრობის ბრალია.
დატოვეთ კომენტარი