ახალი ამბები

18 მაისს, ქარელში მუზეუმის დღეს ინტელექტუალური შეჯიბრით აღნიშნავენ 

18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ამ დღესთან დაკავირებით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

როგორც ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი გრიგოლ რამიშვილი ამბობს, სკოლის მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრი მოეწყობა. 

“დაგეგმილი გვაქვს ინტელექტუალური შეჯიბრი სკოლის მოსწავლეებს შორის, რომლის თემაც აფხაზეთი იქნება. გამარჯვებულ გუნდს წიგნებით დავაჯილდოვებთ”, – გვითხრა გრიგოლ რამიშვილმა.

მუზეუმში სტუმრობა უფასოა. დამთავლიერებლები ადგილზე 3000-მდე ექსპონატს ნახავენ, რომელთა ძირითადი ნაწილი აღმოჩენილია ურბნისში, დედოფლის მინდვრის, არადეთის ორგორის არქეოლოგიური გათხერების დროს.

დატოვეთ კომენტარი