კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს რუსმა ოკუპანტებმა ერგნეთიდან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურ ავრცელებს.
“აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. ბოლო ორ დღეში ერგნეთიდან უკვე მეორე მოქალაქე წაიყვანეს.
საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს, ამჯერად ერგნეთის მიმდებარედ