ახალი ამბები

დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კვება დაუფინანსდეთ – ენმ-ის ინიციატივა გორის მერიას

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის მერიას ინიციატივას უგზავნის – ოპოზიცია ლადო ხინჩეგაშვილს მოუწოდებს სკოლებში პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით ბავშვებს ბიუჯეტიდან კვება დაუფინანსოს.

ბექა ქორჩილავას თქმით, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, გორის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოზარდების დიდი ნაწილი შიმშილობს, პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა კი ხელისუფლებას აქვს.

“ამისთვის ჩინოვნიკებმა ხალხის ფულს არამიზნობრივად ხარჯვაზე უარი უნდა თქვან. “ნაცმოძრაობა” საკითხთან დაკავშირებით უახლოეს საკრებულოს სხდომაზე პროექტის წარდგენასაც გეგმავს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, როგორ უნდა დააფინანსოს ხელისუფლებამ ბავშვების კვება”, – განაცხადა ქორჩილავამ. 

დატოვეთ კომენტარი