ახალი ამბები

ხაშურში ჩინური ენის მასტერკლასი ჩატარდება

ხაშურში ჩინური ენის მასტერკლასი ჩატარდება, რომელსაც “ინჰუას აკადემია” გეგმავს. 

როგორც ღონისძიების ორგანიზატორი ამბობს, მასტერკლასზე მსმენელები მარტივ ფრაზებს და საკუთარი სახელის ჩინურად წერას ისწავლიან. 

“გაეცნობიან ინფორმაციას ჩვენს შესახებ, დაიმახსოვრებენ მარტივ ჩინურ ფრაზებს, შეეძლებათ საკუთარი სახელის ჩინურად დაწერა. ასევე გაიმართება სამოტივაციო ფილმის ჩვენება. გვექნება ჩინური ჩაის დაგემოვნების შესძლებლობა”, – ამბობს ლიკა წიკლაური.

ღონისძიება ივერიის საკონფერეციო დარბაზში 13 მაისს, 18 საათზე დაიწყება და დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი