ახალი ამბები

“პროფესია გენდერის გარეშე” – გორში 24 ახალგაზრდის ნაწარმოები დაიბეჭდა 

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს მიერ, მარტის ქალთა კვირეულის ფარგლებში, გამოცხადებულ თხრობითი ნაწარმოებების კონკურსში: „პროფესია გენდერის გარეშე“ 24 ახალგაზრდის თხრობითი ნაწარმოები დაიბეჭდა. 

გორის მერიის ცნობით, ამავე სახელწოდების ბროშურის პრეზენტაციზე მოხდა ავტორების დაჯილდოვება გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის და ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ აქტიური თანამშრომლობისათვის, მადლობის სიგელები გადასცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლებს.

აღნიშნულ კონკურსში I, II და III საპრიზო ადგილებზე გასული ახალგაზრდები შესაბამისი მედლებითაც დაჯილდოვდნენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.