ყოფილი პარლამენტარი თენგიზ ხუბულური, მესამე წელია, შიდა ქართლის სახელმწიფო-რწმუნებულის მოადგილის პოსტს იკავებს. მანამდე ის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
ამ დროის განმავლობაში, ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, სტაბილური შემოსავალის მიუხედავად, თენგიზ ხუბულურის ქონებრივი მდგომარეობა უარესდებოდა.
დოკუმენტების მიხედვით:
2013 წელს, თენგიზ ხუბულური 3 მიწის ნაკვეთს და 1 საცხოვრებელ სახლს ფლობდა. 10 წლის შემდეგ კი, მის საკუთრებაში მხოლოდ 1 და ისიც ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი ფიქსირდება.
სამაგიეროდ, უკეთესობისკენ იცვლება მისი მეუღლის ქონებრივი მდგომარეობა – 2022 წლის ბოლოს, თამარ სიხარულიძე 114 724 დოლარის უძრავ ქონებას ფლობს.
ეს იმ ფონზე, როცა 2013-2022 წლებში, თემურ ხუბულურმა ხელფასის სახით 400 000 ლარზე მეტი მიიღო. ამ დროის განმავლობაში, მისი მეუღლის, თამარ სამხარაძის ერთადერთ შემოსავალი კი პენსია იყო, რადგან შემოსავლის სხვა წყაროების შესახებ ხუბულურის დეკლრაციებში არაფერია ნათქვამი.
აღსანიშნავია ისიც, რომ სიხარულიძის ანგარიშებზე, თემურ ხუბულურთან შედარებით, სხვადასხვა დროს გაცილებით მეტი თანხა ფიქსირდება, თუმცა დეკლარაციაში თანხის ჩუქება დაფიქსირებული არაა.
სწორედ დეკლარაციებიდან ვიგებთ, რომ საპენსიო შემოსავლის მქონე, თამარ ხუბულური ჯერ 2016-2017 წლებში ყიდულობს ბინას ბათუმში 23 200 დოლარად და მიწის ნაკვეთს წავკისში 10 000 ლარად.
2019 წლის დეკლარაციაში კი პირველად ჩნდება მის საკუთრებაში სხვენი, რომელიც თბილისში მდებარეობს და რომელიც, დეკლარაციის მიხედვით, მან 2008 წელს ჩუქებით მიიღო, რაც წესით, წინა წლის დეკლარაციებშიც ასახული უნდა ყოფილიყო.
2021 წელს, თამარი სწორედ ამ სხვენს და ბინას ყიდის, ჯამში დაახლოებით 85 000 დოლარად, თანხას ამატებს და 91 524 დოლარად თბილისში ბინას და ავტოსადგომს ყიდულობს.
შედეგად, 2022 წლის ბოლოს, ოჯახის ძირითადი ქონებები თამარ სიხარულიძის სახელზეა რეგისტრირებული, 2 ბინის და ერთი ავტოფარეხის სახით. ხუბულურის პირად საკუთრებად კი მხოლოდ 1 მიწის ნაკვეთია დაფიქსირებული.
ამავე წლების დეკლარაციებიდან ვიგებთ:
2012 წელს, თენგიზ ხუბულურმა ფონდი “ქართუსგან” საქველმოქმედო დახმარების სახით 30 000 ლარი მიიღო.
- 2015-ში ხუბულურმა ოლიმპიური კომიტეტის ჯილდო მიიღო, 3 000 ლარის ოდენობით და იუბილეს აღნიშვნაში 7 000 დოლარი დახარჯა.
- 2016 წელს თენგიზ ხუბულურმა “ქართულ ოცნებას” 20 000 ლარი შესწირა, თუმცა ეს ფაქტი დეკლარაციაში დაფიქსირებული არ აქვს.
- 2022 წელს თენგიზ ხუბულურმა საპატიო გორელის წოდება და ჯილდოს სახით 5 000 ლარი მიიღო.
- თემურ ხუბულურ ჰყავს შვილი, რომელიც არც ერთ დეკლარაციაში დაფიქსირებული არაა.