ახალი ამბები

ქარელის მერიამ 378 840 ლარად 2 ავტომანქანა იყიდა ამწე კალათით

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ავტომანქანა იყიდა ამწე კალათით, რისთვისაც ბიუჯეტიდან 378 840 ლარი დახარჯა.

ქარელის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თქმით, უკვე არსებული ტექტიქა მოძველებული და მწყობრიდან გამოსული იყო. 

“ორი ავტომანქანა გვყავდა, თუმცა ორივე მწყობრიდან იყო გამოსული. ერთი საერთოდ არ მუშაობდა და მეორესაც ძალით ვამუშავებთ. ამიტომ გახდა საჭირო ახალი ავტომანქანების დამატება”, – გვითხრა ზვიად იმერლიშვილმა. 

მისივე თქმით, ძველი ტექნიკა 2015-2017 წლებში შეიძინეს. 

“მეორადები იყო, როცა შევიძინეთ. ძველი მოდელები, ერთი 2015 წელს შევიძინეთ, მეორე 2017 დაახლოვებით. ახლა კი უკვე ახალი ავტომანქანები ჩამოვიდა”, – გვითხრა იმერლიშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები