ახალი ამბები

ეზონს ხაშური წელსაც ტურისტული ცენტრის გარეშე ხვდება

ტურისტულ სეზონს ხაშური წელსაც ტურისტული ცენტრის გარეშე ხვდება. საუბარია შენობაზე, რომლის აშენებისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს, 64 000 ლარი დაიხარჯა. 

როგორც ხაშურის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ამბობს, ცენტრის გაშლას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები უშლის ხელს. 

“ცენტრი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. მის გახსნას ხელს ცენტრის მიმდებარედ მოუწესრიგებელი სკვერი უშლის, რომლის რეაბილიტაციაც ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს”, – ამბობს კოტე ფრუიძე. 

ინფორმაციისთვის, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტურისტული ცენტრის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია 2 თვეში უნდა დასრულდეს და ამისთვის ხაშურის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი იხარჯება. 

ტურისტული სეზონი შიდა ქართლში დღეს იხსნება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები