ახალი ამბები

ენმ-ის ქარელის ორგანიზაციის თავჯდომარე კვლავ ილია ბურჯანაძე იქნება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქარელის ორგანიზაციას ისევ ილია ბურჯანაძე უხელმძღვანელებს. ეს ინფორმაცია “მოზაიკას” ტავად ბურჯანაძემ დაუდასტურა. 

“კანდიდატების წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა. ქარელის რაიონული ორგანიზაციის თავჯომარეობაზე განაცხადი არავის შემოუტანია, ერთადერთი კანდიდატი მე ვარ”, – გვითხრა ილია ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტიაში რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების არჩევნები ტარდება, რომელიც 20 მაისამდე უნდა დასრულდეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი