ახალი ამბები

ხაშურში XV-XVI საუკუნის ტაძარი ნადგურდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მცხეთიჯვარში, წმინდა მარინეს სახელობის ტაძარი ნადგურდება.

“ხაშურის სოფელ მცხეთიჯვრის წმინდა მარინეს სახელობის XV-XV საუკუნის ტაძარი მდებარეობს გომი საჩხერის მთავარ გზაზე, ნახეთ რა მდგომარეობაშია”, – წერს რამაზ გელაშვილი და ტაძრის მდგომარეობის ამსახველ ფოტოს ავრცელებს. 

როგორც გელაშვილი ამბობს, ტაძრის შემოღობვა და გადახურვა მან ადგილობრივ ხელისუფლებას და ეპარქიასაც სთხოვა სთხოვა. 

“მერიაში დავწერე განცხადება, ვთხოვდი გაესუფთავებინათ, შემოეღობათ, დროებით გადეხურათ და აი, შედეგი, ნული. არაფერი გაუკეთებიათ. ეპარქიასაც მივმართე, არც იმათმა გააკეთეს არაფერი”. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი