ახალი ამბები

6 სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში, სადაც წყლის სისტემა მოეწყობა – ჩამონათვალი 

2023 წელს კასპის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ადგილობრივი ხელისუფლება სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას აპირებს. უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასმელი წლის პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობენ. 

კასპის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემებზე მუშაობა მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ა(ა)იპ- ს  “სოფლის წყალი”  აქვს დავალებული, რომლის ხელმძღვანელიც ამბობს, რომ სასმელი წყლის პრობლემა კასპის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელშია, თუმცა დაგეგმილია, რომ პერიოდულად აღნიშნული საკითხი ყველგან მოგვარდეს.

“თითქმის ყველა სოფელში არის გარკვეული პრობლემები მაგ მიმართულებით, პერიოდულად სხვადასხვა სახის დაზიანება ჩნდება, ხოლმე რასაც ვცდილობთ, რომ უმოკლეს დროში მოვაგვაროთ. ზოგიერთ სოფელში წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშია დაგეგმილი სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება”, -განმარტა ზურაბ ბახტაძემ. 

კასპის მერიის ცნობით, მიმდინარე წელს დაგეგმილია სხვადასხვა სახის სამუშაოები შემდეგ სოფლებში: 

  • ლამისყანა – წყალმომარაგების სისტმების რეაბილიტაცია; 
  • გორაკი – ახალი სათავე ნაგებობის (ჭაბურღილი) სამარაგო რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობა; 
  • თელადგორი – ახალი სათავე ნაგებობის (ჭაბურღილი) სამარაგო რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობა; 
  • გრაკალი – ახალი სათავე ნაგებობის (ჭაბურღილი) სამარაგო რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობა;
  • შუა უბანი – ქვ.ჩოჩეთი – წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; 
  • თვალადი – ახალი სათავე ნაგებობის (ჭაბურღილი) სამარაგო რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობა. 
დატოვეთ კომენტარი