გორიჯვარზე საპიკნიკე სივცრე მოეწყობა, – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი რობერტ მაღლაკელიძე ავრცელებს.
მაღლაკელიძის თქმით, საპიკნიკე ადგილის მოწყობა თითქმის დასრულებულია და ტურისტულ სეზონს გორი ახალი ადგილით შეხვდება.
“გორიჯვარზე თითქმის მთავრდება საპიკნიკე ადგილის მოწყობა და ახალ სეზონზე კიდევ ერთი სივრცე ექნება ქალაქს, სადაც მოსახლეობას სრულიად უფასოდ შეეძლებათ განტვირთვა და დასვენება”, ამბობს მაღლაკელიძე.
ინფორმაციისთვის, გორში ტურისტული სეზონი 11 მაისს, ერეკლე მეფის ნივთების გამოფენით გაიხსნება.
დატოვეთ კომენტარი