ახალი ამბები

ცხრამუხის და ოსიაურის წყლის სისტემის პროექტირებაზე ხელშეკრულება გაფორმდა – ხაშურის მერია

ხაშურის მუნიცპალიტეტის სოფელ ცხრამუხის და ზემო და ქვემო ოსიაურის წყლის სისტემის პროექტირებაზე ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან გაფორმდა, – ამის შესახებ ხაშურის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი პაპიაშვილმა ისაუბრა.

“მოგეხსენებათ, რომ ხაშურში ყველაზე აქტუალურ საკითხად წყლის სისტემის მოწესრიგებას განიხილავენ. გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ცხრამუხის და ზემო და ქვემო ოსიაურის წყლის სისტემის პროექტირებაზე ხელშეკრულება გაფორმებულია თურქულ კომპანიასთან. თავდაპირველი მოსამზადებელი სამუშაოები უკვე გავლილია და უახლოეს დღეებში უკვე დაიწყება ხაშურის წყალმომარაგების სამშენებლო სამუშაოები, რაც წინ გადადგმულიმი ნაბიჯია”, – აღნიშნა გიორგი პაპიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი