ახალი ამბები

ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური წრე გორში სპექტაკლს გამართავს

ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური წრე „აკვარიუმი”გორში სპექტაკლს გამართავს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ორი სპექტაკლი, „ჩემი ოცნების კუნძული” და ბიბლიური თემატიკის პოეზიის მიხედვით შექმნილი პიესა „შესაქმის დღიდან მოაქჟამომდე”.

საღამოს ორგანიზებას საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაცია უწევს.

“კომბინატის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში, არაერთი ფესტივალის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური წრე „აკვარიუმი”, პოეტ ეკატერინე ბაქრაძის ხელმძღვანელობით, წარმოგვიდგენს ორ სპექტაკლს: „ჩემი ოცნების კუნძული” და „შესაქმის დღიდან მოაქჟამომდე”, – წერს მწერალთა ორგანიზაცია.

ღონისძიება 5 მაისს 17:00 საათზე დაიწყება და დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. 

დატოვეთ კომენტარი