რიკოთზე მიმდინარე სამუშაოების გამო, წყლის მილი ისევ დაზიანდა. ხაშურის მერია მოსახლოებას ბოდიშს უხდის და ჰპირდება, რომ პრობლემა მალე აღმოიფხვრება.
“იტრიისა და ჩუმათელეთის მოსახლეობის საყურადღებოდ, რიკოთზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, რომელსაც ჩინური კომპანია აწარმოებს, დაზიანდა წყლის მილი. ამავე კომპანიის ჩართულობით, უკვე დაწყებულია სარემონტო სამუშაოები, რაც უახლოეს პერიოდში დასრულდება ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული წყლის მილი სამშენებლო სამუშაოების გამო რამდენჯერმე დაზიანდა.
დატოვეთ კომენტარი