ახალი ამბები

ხაშურში, ნაბახტევში და ქვიშხეთში სკოლები აშენდება

ხაშურში, ნაბახტევში და ქვიშხეთში სკოლები აშენდება.

როგორც ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს შპს “ლაგი კაპიტალი” განახორციელებს. 

“ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლა 500 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება ნაბახტევში და 30 მოსწავლეზე იქნება გათვლილი დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქვიშხეთის სკოლის ბეღლითის დაწყებითების კორპუსი”, –  განმარტავენ ხაშურის რესურსცენტრში. 

პროექტების ჯამური ღირებულება 18 მილიონ ლარს აღემატება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი