გორის მერია შიდა და გარე გამოყნების დროშებს ყიდულობს, რისთვისაც შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. დროშების შესაძენად უწყებამ 17 990 ლარი გაითვალისწინა.
გორის მერიას სურს შეიძინოს 180 -მდე სხვადასხვა სახისა და ზომის დროშა, მათ შორისაა ევროკავშირის და უკრაინის დროშები:
- საქართველოს სახელმწიფო დროშა 2X2.5 მეტრი, გარე მოხმარების – 30 ცალი;
- საქართველოს სახელმწიფო დროშა 3X 4.5 მეტრი, გარე მოხმარების – 20 ცალი;
- სახელმწიფო დროშა 2X2.5 მეტრი, გარე მოხმარების – 20 ცალი;
- საქართველოს სახელმწიფო დროშა 1X1.5 მეტრი, შიდა მოხმარების – 10 ცალი;
- საქართველოს სახელმწიფო დროშა 0.60X0.80 მეტრი, გარე მოხმარების -10 ცალი;
- ევროკავშირის დროშა 2X2.5 მეტრი გარე მოხმარების – 20 ცალი;
- ევროკავშირის დროშა 1X1.5 მეტრი გარე მოხმარების – 10 ცალი;
- გორის მუნიციპალიტეტის დროშა 0.6X0.8 მეტრი გარე მოხმარების – 10 ცალი;
- გორის მუნიციპალიტეტის დროშა 2X2.5 მეტრი გარე მოხმარების – 10 ცალი;
- უკრაინის სახელმწიფო დროშა 1X1.5 მეტრი ოქროსფერი ფოჩებით შიდა მოხმარების – 2 ცალი;
- საქართველოს სახელმწიფო დროშა 1X1.5 მეტრი ოქროსფერი ფოჩებით შიდა მოხმარების – 10 ცალი;
- გორის მუნიციპალიტეტის დროშა 1X1.5 მეტრი ოქროსფერი ფოჩებით შიდა მოხმარების – 10 ცალი;
- ევროკავშირის დროშა 1X1.5 მეტრი ოქროსფერი ფოჩებით შიდა მოხმარების -10 ცალი;
- საქართველოს სახელმწიფო დროშა 8X12 მეტრი, გარე მოხმარების – 5 ცალი.
აღსანიშნავია, რომ გამოცხდებულ ტენდერში ერთ-ერთმა მიმწოდებელმა გორის მერიას შენიშვნა მისცა და ზომების სწორად მითითება სთხოვა. მისი თქმით, დროშების ზომა 2X2.50 მეტრი, არაპროპორციულია.
“თქვენს მიერ მოთხოვნილი დროშის ზომები 2X2.50 მეტრი, არაპროპორციულია გთხოვთ გაასწოროთ ტექნიკური დავალება და მიუთითოთ ზომები 2X3 მეტრი”, – წერს მიმწოდებელი.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ დროშების მიწოდება ხელშეკრულების გაფრომებიდან 20 დღეში უნდა უზრუნველყოს.