ახალი ამბები

გორის მერია სკვერის, საბავშვო ბაღისა და სასაფლაოების შესაღობად 69 000 ლარს დახარჯავს 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 8 სოფელში შემოღობვის სამუშაოების შესასყიდად. უწყებამ ამ მიმართულებით  69 852 ლარი გაითვალისწინა. 

შემოღობვის სამუშაოები დაგეგმილია შემდეგ სოფლებში: 

  • დიდი მეჯვრისხევი – სკვერის შემოღობვა;
  • ზარდიაანთკარი- სასაფლაოს შემოღობვა;
  • მარანა – სასაფლაოს შემოღობვა; 
  • მეჯუდისპირი – სტადიონის შემოღობვა;
  • ორთაშენი – სასაფლაოს შემოღობვა;
  • ქვემო არცევი- სასაფლაოს შემოღობვა; 
  • ქვემო რეხა – საბავშვო ბაღის შემოღობვა; 
  • ხელთუბანი – სასაფლაოს შემოღობვა. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები 60 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი