გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სკვერის შემოსაღობად ტენდერი გამოცხადდა.
ადგილობრივ ხელისუფლებას სურს, რომ ღობეების მონტაჟი მეჯვრიხევის გარდა, კიდევ 7 სოფელში მოხდეს, ამისთვის კი ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული, სავარაუდო ღირებულებად კი 69 852 ლარი გაითვალისწინა.
რაც შეეხება დიდ მეჯვრისხევში არსებულ სკვერს, მის შემოსაღობად სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შედგენლია, სამუშაოების ღირებულებამ 11 625 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
სამუშაოები ხელშკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დასრულდეს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული სკვერი დიდ მეჯვრისხევში 2 წლის წინ გაკეთდა. სამუშაეობისთვის 99 000 ლარამდე დაიხარჯა.
დატოვეთ კომენტარი