“შიდა უბნებში ნაგვის ურნები სამი კვირაა არ დაუცლიათ”, – ამბობს ზემო ხვედურეთში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე.
მოსახლოება ამბობს, რომ თუკი ნაგვის ურნები დროულად არ დაიცლება, სოფელში ისევ სტიქიური ნაგავსაყრელები გაჩნდება.
“ახალი მანქანები გადაეცა ქარელის მერიასო და კია ნაგავში ყველაფერირომ დაცხება ასეთი ურნები სახიფათოა”, – ამბობს ადგილობრივი.
ურნების დაცლის პრობლემაზე საუბრობენ ქარელის მუნიციპალიტის სხვა სოფლებშიც.
“რუისშიც ასეთი უყურადღებობაა ზუსტად!”, – ამბობს ეკა ბეჟუაშვილი.
“ყველგან ეგ მდგომარეობაა, მარტო ხვედურეთში არა”, – წერს მაგული ამბოკაძე.
ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს ორი ნაგავმზიდი და ორი სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალება შეიძინა, ასევე 200 ნაგვის ურნა.