ახალი ამბები

სარკინეთში სასულიერო პირებმა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები თვითნებურად მოაწყეს

ძამის ხეობაში, სარკინეთთან სასულიერო პირებმა საავტომობილო გზაზე სიჩქარის შემზღუდველი ბეტონის ბარიერები თვითნებურად მოაწყეს.

“სარკინეთთან მოსახვევი კეთდება ისეთი, რომ ხილვადობა ძალიან შეზღუდულია და თან ძალიან დიდი სისწრაფით დადიან მანქანები და მამაოებმა ამიტომ დაასხეს ბეტონი, რომ მანქანებს ასე სწრაფად არ გადაევლოთ.”, – ამბობს მმართველი პარტიის წარმომადგენელი იური ქობესაშვილი. 

ბარიერების სტანდარტებში მოქცევას ითხოვს ოპოზიცია. 

“კვირაში რამდენიმე დღე ამ გზაზე მიწევს სიარული. ეს ბეტონის ბარიერები კი ძალიან მაღალზეა მოწყობილი. იქნება მოხერხდეს და ან მოშალოთ ან დაადაბლოთ”, – აცხადებს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მარიამ ქელეხსაშვილი. 

ამ საკითხზე საკრებულოს წევრებმა სესიაზე ისაუბრეს, სადაც საკრებულოს თავმდჯომარემ თქვა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება არ შეუძლია. 

“კანონმდებლობით სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მოწყობა სკოლებთან და საბავშო ბაღებთან გვაქვს მხოლოდ ნებადართული”, – თქვა ჯუმბერ შუბითიძემ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი