ხაშურში სასაფლაოსთვის ახალი ტერიტორიის გამოყოფას ითხოვენ. მოსახელობის ნაწილი ამბობს, რომ ქალაქში რამდენიმე სასაფლაოა, მაგრამ ყველა გადაიტვირთა და ჭირისუფალს გარდაცვილილის დასაკრძალი ადგილის პოვნა უჭირს.
“ხაშურის მერია თუ დაიტერესებულმა როდისმე ,რომ გორათის სასაფალო სადაცაა დაიკეტება, ჭალის სასაფლაო დაკეტილია, ზემოსერის სასაფლაო თითქმის დაიკეტა. ახალი მიწის გამოყოფას არსად ფიქრობს? ახალი სასაფლაოს მოწყობაზე არასდროს უფიქრიათ, სემოსერის პარკისკენ აღარაა ადგილი აღარც ეკლესის მხარეს, მარჯვენა მხარე ართავენ ახალი გარდაცვილები რომ დამარხონ, აბა სად წაიყვანომ გარდაცვლელები. საძებარი გახდა სასაფალაოს მოძიებაც, მკვდრის პატრონმა დაღუპული იდარდოს თუ მკვდარი სად დასაფლავოს”, – ამბობს კახა ხაჩიძე.
“რომ შემოიღობოს და პატრონი ყავდეს არ შეიძლება? მერე შემოღობვის გარეშე დაასაფლავებენ, მხოლოდ ქვას დადებენ. რა საჭიროა ამხელა შენობები? მეტიც დაეტევა”, – წერს ხათუნა გაჩეჩილაძე.