ახალი ამბები

წელს დიმიტრი ყიფიანის სახელობის ჯილდოს რევაზ ნოზაძეს გადასცემენ

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის დირექტორს რევაზ ნოზაძეს 26 აპრილის “ყიფიანობის” დღესასწაულზე, დიმიტრი ყიფიანის მედლით დააჯილდოვებენ.

როგორც სამუზეუმო გაერთიანების უფროსის მოადგილე მურად მთვარელიძე გვეუბნევა, აღნიშნული ჯილდო ადამიანებს  დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და შემოქმედების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემათ.

“რევაზი უკვე საკმაოდ დიდი ხანია ამ მუზეუმის ხელმძღვვანელია, მის მხრებზე გადაიარა ყველა იმ სიმძიმემ, რაც მუზეუმის რეაბილიტაციასთან იყო დაკავშირებული. დიდი წვლილი მიუძღვის მუზეუმის მოწყობისა და მისი განვითარების სააქმეში. ამასთანავე მას ამ დღეებში შეუსრულდა დაბადებიდან 70 წელი და ვფიქრობთ, რომ იგი იმსახურებს ამ ჯილდოს” – გვითხრა მურად მთვარელიძემ.

ინფორმაციისთვის, დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 212 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქვიშხეთში 26 აპრილს გაიმართება. ეს დღე, როგორც სახალხო დღესასწაული, 2003 წლიდან აღინიშნება.

დატოვეთ კომენტარი