ახალგაზრდა მხატვარი ანა ბიჭიკაშვილი ხაშურში პერსონალურ გამოფენას გამართავს.
მისი სამოცამდე ნამუშევარი დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში გამოიფინება.
“ჩემი ნახატების უმეტესობა შესრულებულია ზეთის და აკრილის საღებავებით, თუმცა შერეულ ტექნიკასაც ვიყენებ. ხატვის მიმართულებას რაც შეეხება, ნამუშევრებს ძირითადად აბსტრაქცია, ფერწერა და ნატურმორტი წარმოადგენს. ჩემი სამომავლო გეგმებიც ხატვას უკავშირდება და იმედი მაქვს შესაძლებლობა მომეცემა ბევრი საინტერესო პროექტი დავგეგმო და განვახორციელო”, – ამბობს მხატვარი.
ანას პერსონალური გამოფენა 22 აპრილს, 14:00 საათზე გაიხსნება.
დატოვეთ კომენტარი