გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მამაკაცმა დანით ძმა დაჭრა.
“როდესაც მისი 17 წლის ძმა სამსახურიდან მოვიდა იგი აგრესიულად დახვდა, რა დროსაც ძმას ბარძაყის არეში დანით ჭრილობა მიაყენა”, – ამბობს წყარო.
დაშავებული გორის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს.
მამაკაცი ამჟამად, ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
დატოვეთ კომენტარი