ახალი ამბები

გორის მერია ხელშეკრულებით 2 თანამშრომელს აიყვანს 

გორის მუნიციპალიტეტის მერია ხელშეკრულებით ახალ თანამშრომლებს აიყვანს. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ მერიამ საკრებულოს მიმართა, საკრებულომ კი თანხმობა მისცა. 

მერია გეგმავს ხელშეკრულებით აიყვანოს, ავტომობილების მრეცხავი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში მერის მრჩეველი.

“მერიის იურისტი გვარწმუნებს, რომ მრჩეველის ხელშეკრულებით აყვანა იმიტომ გახდა საჭირო, რომ შტატით აყვანის შემთხვევაში საჯარო მოხელე შეზღუდულია სხვა სამსახურში დასაქმებაში, ამ შემთხვევაში კი პირი, რომელსაც “შეარჩევენ”, სხვაგანაც იმუშავებს, მერიაში უკონკურსოდაც დაინიშნება და ხანდახან შემოგვივლის ხოლმე”, – ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი, ენმ-ს წევრი ანი ბალიაშვილი.

გორის მერიაში განმარტავენ, რომ ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად დამატებით სჭირდება თანამშრომლების აყვანა.

“გორის მუნიციპალიტეტის მერიას მისი ფუნქციების სრულყოფილად შესრულების მიზნით, ესაჭიროება დამატებით ორი პირის შრომითი ხელშეკრულებით აყვანა. მათ შორის: ერთი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მრეცხავის პოზიციაზე, ხოლო ერთი პირის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არქიტექტურულ, კულტურულ და არქეოლოგიურ ობიექტებთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის კონსულტაციის გაწევის მიზნით”, – ნათქვამია განკარგულებაში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.