ახალი ამბები

სააღდგომოდ პროდუქტების გაცემა დაიწყო – ხაშურის მერია 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო, -ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობითმ სააღდგომო ნობათს სოციალურად დაუცველი ოჯახები მიიღებენ. 

“მუნიციპალიტეტისგან სააღდგომო ნობათს სოციალურად დაუცველი ის 360 ოჯახი მიიღებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 25000-ს არ აღემატება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

ბიუჯეტიდან სააღდგომო პროდუქტის შესაძენად 22 998 ლარი დაიხარჯება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.