ხაშურის სასპორტო სკოლებში მწვრთნელების ნაწილის ხელფასი 190 ლარია, რაც ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმზე 66 ლარით ნაკლებია. როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, სახელფასო ანაზღაურება მწვრთნელების ნაწილს ოდნავ მეტი აქვთ.
“მოზაიკა” ერთ-ერთ მწვრთნელს ესაუბრა. მისი ხელფასი ამ დროისთვის 350 ლარია და როგორც თავად ამბობს, ეს 25-წლიანი მუშაობის შედეგია.
“სპორტსკოლაში დავიწყე მუშაობა 1997 წელს და 40 ლარი მქონდა ხელფასი. გავიდა 25 წელი და 350 ლარს ვიღებ ხელზე. გამოდის, რომ ამ 25 წლის განმავლობაში, წელიწადში 10 ლარიც არ მოგვმატებია. ვიტყვი ხოლმე, რომ ნაადრევად გაგვიშვეს პენსიაში”, – ამბობს ერთ-ერთი მწვრთნელი.
როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, ამ ეტაპზე ხაშურის სასპორტო სკოლებში მწვრთნელის მაქსიმალური ხელფასია 426 ლარია.