მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცოცხნარას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ქვიშის საბადოს ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა.
აუქციონის საწყისი ფასი 196 523 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი, 19 652 ლარი.
“„ქემფერის“ კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის საბადოში მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა შეადგენს 195 420 კვადრატულ მეტრს”, – ვკითხულობთ აუქციონის პირობებში.
პირობები ასევე მფლობელს ავალდებულებს, რომ არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები.
“დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია”, – აღნიშნულია აუქციონის პირობებში.
აუქციონი 18 აპრილს 12:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.
დატოვეთ კომენტარი