ხაშურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლებში მივლინებების დროს, კვების ხარჯი 12-დან 30 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ინიციატივით ხაშურის მერს, პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა ირინა გელაშვილმა მიმართა.
მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მერიას წერილობით მიმართეს და უწყებამ მათი ინიციატივა დააკმაყოფილა.
“მწვრთნელებს, სპორტსმენებს, რომლებსაც უწევთ მივლინებებში წასვლა, დღიური კვების ხარჯი 12 – ლარიდან 30 ლარამდე უნდა გაიზარდოს. არსებული თანხა არის მიზერული, ამიტომ ამ საკითხით დავინტერესდით და მივმართეთ მერიას, პასუხი მალევე მოგვივიდა და სადაც აღნიშნულია, რომ ეს საკითხი განიხილება და ახალი სასწავლო წლიდან ეს თანხა გაიზრდება 30 ლარამდე”, – თქვა ირინე გელაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი